კეტილი იყოს თქვენი შემობრძანება

ჩვენ ახლა ვიწყებთ აქტიურ წესზე გადასვლას და ვეცდებით მოგაწოდოთ ობიექტური და საინტერესო ინფორმაცია!!!!

Tuesday, December 27, 2011

ფილიპინებზე წყალდიდობის მსხვერპლმა 1500-ს მიაღწია

27.12.2011
ფილიპინებზე წყალდიდობის მსხვერპლის რაოდენობამ 1500-ს მიაღწია. მაშველები განაგრძობენ დაღუპულთა ცხედრების ძებნას. უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ოფიციალურად, 84 ადამიანი ითვლება, თუმცა, მოქალაქეებისგან კიდევ 1000 დაკარგულზეა ინფორმაცია შესული შესაბამის უწყებაში.

Tuesday, December 20, 2011


იტალიაში "ჩაწყობაში" შემჩნეული 17 ფეხბურთელი დააპატიმრეს
 თბილისი  - 19.12.11 "ჯი-ეიჩ-ენი"

იტალიის პოლიციამ, ქალაქ კრემონაში 17 კაცი დააპატიმრა, რომლებიც საფეხბურთო მატჩების "ჩაწყობაში" იღებდნენ უშუალო მონაწილეობას. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა საფეხბურთო გუნდ "ატალანტას" ყოფილი კაპიტანი კრისტიანო დონი, რომელმაც იტალიის სერია ბ-ს, მინიმუმ სამი მატჩის მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა. მის გარდა, კიდევ 16 ფეხბურთელი დააპატიმრეს, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის დაბალ დივიზიონებში ასპარეზობდნენ. უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, იტალიის პროკურატურამ უკვე მეორედ აღმოაჩინა მსგავსი დანაშაული, რომლებიც მატჩების "ჩაწყობას" უკავშირდებოდა.
მსგავსი შემთხვევა აპენინებზე 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც მოლაპარაკებული მატჩების ორგანიზებაში შემჩნეულ იქნა 16 პირი, რომელთა შორისაც, იტალიის ნაკრების ყოფილი წევრი ჯუზეპე სენიორი იყო.
 

გიორგი თარგამაძე: ამერიკის მხარდაჭერა ჩიკაგოს სამიტისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია



 თბილისი - 16.12.11 "ჯი-ეიჩ-ენი"

საქართველო მთელი თავისი პრობლემებით თუ წარმატებებით კვლავ ძალიან აქტუალურია ამერიკელებისათვის - ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკ რუბინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა ჩიკაგოს სამიტისთვის, ამას მე მგონი ბევრი ახსნა ქართული საზოგადოებისთვის აღარ სჭირდება", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, წარმატებულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონეც ამაღლდება, გადამწყვეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელ რეგიონში პროცესების პოზიტიური მიმართულებით წარმართვისთვის.
"ერიკ რუბინთან შეხვედრისას ჩვენ სწორედ იმ დეტალებზე ვისაუბრეთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, საზოგადოების კონსოლიდაციას და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გეგმების განხორციელებას", - განაცხადა თარგამაძემ.

Thursday, December 15, 2011

ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



კარიესი 22.4/5.5.2011
ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.2011


ΑΝΑΚΟΙΝΩΣΙΣ ΙΕΡΑΣ ΚΟΙΝΟΤΗΤΟΣ ΑΓΙΟΥ ΟΡΟΥΣ ΠΕΡΙ ΤΗΣ ΗΛΕΚΤΡΟΝΙΚΗΣ ΔΙΑΚΥΒΕΡΝΗΣΕΩΣ ΚΑΙ ΤΗΣ «ΚΑΡΤΑΣ ΤΟΥ ΠΟΛΙΤΗ»



ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს:

“მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას.

რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.

ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით.

კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი.

წყარო: http://orthodox-watch.blogspot.com/2011/05/blog-post_9352.html

ათონის მთის წმიდა კინოტის განცხადება (ორიგინალი)



ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.2011


ათონელი ბერები გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ათენში
2011 წლის 6 თებერვალი


             
სააგენტო Reuters-ის ფოტოები.













ციფრული იმპლანტანტები: პროცესი დაიწყო(ახლი ანფორმაცია აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის!!!!!!!!)

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ელექტრონული
საბუთების და ბიო-ჩიპების იმპლანტირების წინააღმდეგ



ათონის მთა

მოვლენები საბერძნეთში

მოვლენები ბრიტანეთში

მოვლენები უკრაინაში

მოვლენები რუსეთში

მოვლენები ა.შ.შ.-ში

     ელექტრო ჩიპებიან საბუთებთან და სხეულში ჩასადგმელ იმპლანტ - “ვერიჩიპთან” დაკავშირებით დღეს მსოფლიო საზოგადოებაში საქართველოსგან განსხვავებით დიდი მღელვარებაა. განსაკუთრებით მართლმადიდებლური ქვეყნების თითქმის ყველა სინოდს დაყენებული აქვს სახელმწიფოსთვის მოთხოვნა, რომ ელექტრონული ჩიპიანი მოწმობების აღება საკუთარი მოქალაქეებისთვის გახდეს არასავალდებულო ანუ ნებაყოფლობითი. წინამდებარე ვებ-გვერდ “ბოლო ჟამზე” ამ თემებთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწვდით ეკლესიისა და იურისტების მოსაზრებებს და მიმდინარე მოვლენებს მთელს მსოფლიოში.

             


ციფრული იმპლანტანტები: პროცესი დაიწყო

უკრაინული გამოცემიდან

      2002 წლის გაზაფხულზე, ამერიკულმა კომპანიამ Applied Digital Solutions-მა სამომხმარებლო ბაზარზე თავისი ციფრული იმპლანტანტი VeriChip-ი გამოუშვა. იმპლანტანტის შემქმნელთა განცხადებით, მასზე ადამიანის პერსონალური მონაცემები იქნება დატანებული. ბრინჯის მარცვლისხელა ჩიპის ჩადგმა უმარტივესი ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით, ადგილობრივი ანესთეზიის მეშვეობითაა შესაძლებელი. ოპერაციის შემდეგ არაა საჭირო ნაკერების დადება. მისი ჩადგმის პროცედურა იმდენად მარტივია, რომ პრინციპში კუსტარული მეთოდითაც შეიძლება განხორციელდეს. ჩიპის მფლობელის შესახებ ინფორმაცია სუპერკომპიუტერში ინახება. ინტრაჩიპის პროგრამა–მაქსიმუმი, უახლოესი ქსელის ტერმინალთან რადიოკონტაქტია. (მობილური კავშირის ქსელი ჩიპის „საარსებო გარემოს“ ნამდვილად აკმაყოფილებს). ხელსაწყოს დატენვა ტერმინალთან ყოველი მიმართვის დროს, ან სხეულის ტემპერატურის ცვლილებით გამომუშავებული ენერგიით პიეზი–ელემენტების მეშვეობით მოხდება. ყველაზე აქტიური ტემპერატურული ცვლილებები ადამიანის სხეულში სწორედ შუბლსა და მარჯვენა ხელზე ხდება, ესაა სისხლის მიმოქცევისა და სითბოს გაცემის ყველაზე აქტიური ზონები ადამიანის ორგანიზმში.
      იმ ინფორმაციის მოცულობა, რომელსაც ჩიპი იტევს, ნაბეჭდი ტექსტის ექვსი ხაზის ექვივალენტურია. Applied Digital Solutions–ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ჩიპები საიდენტიფიკაციო საბუთების ფუნქციას შეასრულებენ, კერძოდ კი პასპორტების. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩიპების იმპლანტაცია შინაურ ცხოველთა ორგანიზმში 1987 წლიდან ხორციელდება.
      ჩიპების პირველი მომხმარებელი კაცობრიობის ისტორიაში, ფლორიდაში მცხოვრები ჯეიკობსების ოჯახი გახდა. ჯეიკობსების ოჯახი სამი წევრისგან შედგება – ჯეფრი ჯეიკობსი, მისი ცოლი ლესლი და ვაჟი დერეკი – ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან. მამა დანტისტია, დედა დიზაინერულ ჟურნალში მუშაობს, 14 წლის ჯეიკობსი კი ჯაზითა და კომპიუტერითაა გატაცებული. ერთ დღესაც ჯეიკობსები მიხვდნენ, თუ როგორ მოახერხებდნენ სხვებისგან გამორჩევას. ჯეფრი ჯეიკობსი ჩიპით, ჯამრთელობის მდგომარეობის გამო დაინტერესდა – იგი ონკოლოგიურ დაავადებას გადაურჩა: „თუ მე რაიმე დამემართება და ჩემს გვერდით არავინ აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც ჩემი ჯამრთელობის ისტორია ეცოდინება, ნებისმიერი მედმუშაკი, სპეციალური სკანერის მეშვეობით მიიღებს საჭირო ინფორმაციას ჩიპიდან და დამეხმარება. ჩიპს ჩემი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.“
      საზოგადოებრივი ორგანიზაციის (The Last Day Ministries) პრეზიდენტი გერი უოლშეიდი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობა აპოკალიფსის ზღვარზე იმყოფება, VeriChipi–ი კი სწორედ „მხეცის ნიშანია“. მისი თვალსაზრისით: „ყველა იმ ტექნოლოგიათა შორის, რომელთაც აქვთ პოტენციალი გახდეს მხეცის ნიშანი, ამის ყველაზე მეტი შესაძლებლობა VeriChipi–ის აქვს, თანაც პირდაპირ ახლა. ეს არაა საბოლოო პროდუქტი, მაგრამ ჩიპი ამ მიმართულებით ყველაზე სერიოზული ნაბიჯია. სამი–ოთხი წლის შემდეგ ხალხს აიძულებენ მათ მიღებას, მათ კი ვინც ჩიპს არ მიიღებს, დასჯიან.“
      VeriChip–თან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სიახლე ისაა, რომ მისი მატარებელი მექსიკის გენერალური პროკურორი გახდა, რომელმაც იმპლანტანტი ხელში ჩაიდგა, მას თანამშრომელთა დიდმა ნაწილმაც მიბაძა. ანუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.


      (7 თებერვალი 2002 წელი, ინტერნეტ–საიტი membrana.ru)


           


ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტსაც, რომ კომპანია, რომლის მთავარი ოფისი კალიფორნიაშია განლაგებული (პალმ–ბიჩი), თავისი ჩიპების აპრობირებას სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მცხოვრებლებზე მოახდენს. იქ ზემოთ აღნიშნული ოპერაციები განუხორციელდებათ პაციენტებს გადანერგული ორგანოებით, რომლებიც მედიკოსების განუწყვეტელი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. მეორე კატეგორიას წარმოადგენენ პატიმრები, Applied Digital Solutions–მა მოიგო სამ წლიანი ტენდერი, რომლის მიხედვითაც მის ჩიპებს კალიფორნიაში პირობითად გათავისუფლებულ ადამიანებს ჩაუდგამენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები თავიანთ ადგილსამყოფელს შეიცვლიან და პელენგაციის ზონას დატოვებენ, შესაბამისი რადიოსიგნალი „საკონტროლო პუნქტში“ დაფიქსირდება. ფსიქოლოგები კი თვლიან, რომ ზოგადად კაცობრიობა ფსიქოლოგიურად მზადაა მსგავსი იმპლამტანტების გამოჩენისა და მათი გამოყენებისათვის. საკუთარ ორგანიზმში გარეშე ელემენტების შეჭრა უკვე აღარავის აღარ აშინებს.

(24 დეკემბერი 2001, ინტერნეტ–საიტი membrana.ru)





ოდიოზურმა ამერიკულმა კომპანიამ VeriChip–მა, რომელიც ადამიანთა იმპლანტაციას თავისი RFID–ის ჩიპების გამოყენებით გეგმავს თავისი კაპიტალის აქციონირების საპასუხისმგებლო სტადიაზე გადავიდა. რა თქმა უნდა ამას გამოეხმაურა მისი პირველი ოპონენტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია CASPIAN–ი, რომელიც RFID–ისა და VeriChip–ის მიკროსქემას ებრძვის. ორგანიზაცია თვლის, რომ მათი გამოყენება ადამიანის კერძო ცხოვრებაში ჩარევას ნიშნავს. ამ ორგანიზაციის მთავარმა აქტივისტმა ქალებმა ქეთრინ ელბრეხტმა და ლიზ მაკინტაირმა, არამხოლოდ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი საჯარო აქციონირების დოკუმენტების პაკეტი, არამედ იპოვეს ჰაკერი, რომელმაც გატეხა RFID–ის ჩიპი და მისი შინაგანი სტრუქტურის გაშიფვრა შეძლო. რაც შეეხება VeriChip–ის დაცვით მექანიზმებს კლონირებისგან თავდასაცავად ისინი საერთოდ არ არსებობენ. ამ ჩიპთან მიახლოებისას საკმარისია ხელში სპეციალური მოწყობილობა გეჭიროს და უკონტაქტოდ მიიღებ ინფორმაციას კლონირებული ჩიპის შექმნისათვის. რითაც ჩიპირებულ ადამიანს გაცილებით დაუცველ მდგომარეობაში ჩააგდებ, ვიდრე უჩიპოს.

(ინტერნეტ–საიტი www.newsportal.com.ru, 06 თებერვალი, 2006 წელი)






      საზოგადოება ისეთ ცვლილებებს განიცდის, რომ ახალი მსოფლიოს კონტურები უკვე ნათლად იკვეთება. მსოფლიოსი, სადაც თითოეული ადამიანის ნაბიჯი გათვლილი იქნება, სადაც თითოეულ სიტყვას მოუსმენენ, სადაც თითოეული ნაყიდი ნივთი იქნება აღრიცხული. რა თქმა უნდა,თითოეული ჩვენგანი ჩვენი საქმეების მიხედვით განისჯება, მაგრამ უფალი პირველ რიგში ანტიქრისტეს ბეჭდით დატვიფრულ ადამიანებს უარყოფს. ჩიპებს უკვე უდგავენ ლათინოამერიკელებსა და შავკანიანებს, რომელთაც აშშ–ს მოქალაქეობის მიღება უნდათ, ან მათ ვისაც სურთ აშშ–ს ოფიცერები გახდნენ. მოვისმინოთ რას ამბობს ამ ადამიანების მდგომარეობაზე ინტერნეტ–კონფერენციის მონაწილე, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება მოისურვა და მხოლოდ თავისი მეტსახელი „უზენაესის მსახური“ დაგვისახელა: „მე მსმენია ჩემი ნაცნობი ქალისგან იმ ამერიკელების შესახებ, რომლებმაც ხელსა და შუბლში ჩიპი ჩაისვეს, ამ ქალს მათთან შეხება ჰქონია. ეს ამერიკელები იმ პირუტყვს ჰგვანან, რომელსაც დასაკლავად მიერეკებიან. ისინი ტირილით ამბობდნენ, რომ უკვე განწირულები და ცათა სასუფევლისთვის მკვდრები არიან. ისინი ტირილით მოუხმობდნენ ხალხს გაფრთხილდნენ და ჩიპი არ მიიღონ. მათ ჩიპების გამო მუდმივად სტკივათ თავი, ხოლო როდესაც მათ ლოცვის დაწყება სურთ, მათი ტვინი ისე ხურს, თითქოს ცეცხლში იწვის. ლოცვა მათ უკვე აღარ შეუძლიათ, კარგი გრძნობების განცდაც მათთვის შეუძლებელია. ამის გამო ისინი მხოლოდ ტკივილს განიცდიან. მათ ცნობიერებაზე გამუდმებული კონტროლი და ზემოქმედება ხდება პლანეტის მებისმიერ წერტილში თანამგზავრული სისტემის მეშვეობით. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ არ მიიღონ არც სხვადასხვა სახის პლასტიკური ბარათები, არც ჩიპიანი საბუთები, არც სხეულზე გამოისახონ ნიშანი და მით უმეტეს არავითარი საბაბით არ ჩაიდგან კანქვეშ ჩიპები“. მეცნიერები განიხილავენ ტექნიკისა და კომპიუტერის კონსტრუირების შესაძლებლობაც, რომელიც ადამიანს შეუერთდება და ტვინის ბრძანებების მიხედვით ამოქმედდება. გარდა ამისა, მუშაობენ გამოსახულებათა გადამცემზეც, რომელიც უშუალოდ ადამიანის თვალში გამოსახულებების ტრანსლირებას მოახდენს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამგვარმა ტექნოლოგიამ შესაძლოა ფართო გამოყენება ჰპოვოს სამხედრო დარგში.
      ბრიტანელმა ფიზიოლოგიის პროფესორმა კევინ უორვიკმა და მისმა ცოლმა, უკვე ჩაიდგეს ჩიპები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევენ სახლში ჩართონ და გამორთონ შუქი, კომპიუტერი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, გააღონ და დახურონ კარი. ამ წყვილს დისტანციური მართვის პულტები აღარ სჭირდებათ. უორვიკი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტექნოლოგია სულ მალე მოიპოვებს ფართო გავრცელებასა და პოპულარობას.
      ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ – საშიშროება არსებობს და ეს „რელიგიური ფანატიკოსების დაავადებული ტვინის ბოდვა“ არაა, ეს რეალური საფრთხეებია. და იმ შემთხვევაშიც კი თუ კარგად მოვუსმენთ მოწინააღმდეგე მხარეს – „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მენეჯერ–ორგანიზატორებსა და პროპაგანდისტებს – მივხვდებით, ადამიანები გულის სიღრმეში ხვდებიან, რასაც სჩადიან, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ უნდათ და აღარც შეუძლიათ. „ჩვენ ეშმაკის საქმე გავაკეთეთ“, – აღირა ერთ–ერთმა ამერიკელმა, რომელმაც მონაწილეობა ატომური ბომბის შექმნაში მიიღო. ამ გამოთქმაში რეალური სურათია წარმოდგენილი. ვინ ასრულებს სამუშაოს სხვის მაგივრად? მისი მონა.





მთავარი  |  ეკლესიის სწავლებანი  |  მოვლენები საქართველოში  |  მოვლენები საზღვარგარეთ
იურიდიული განხილვა  |  სიახლენი  |  დაგვიკავშირდით

პატრიარქის აღსაყდრებიდან 34 წლისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე უწმინდესის მუსიკალური ნაწარმოების პრემიერა გაიმართება


 თბილისი  - 15.12.11 "ჯი-ეიჩ-ენი"
 
პატრიარქის აღსაყდრებიდან 34 წლისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან აცნობეს გალ-კონცერტზე უწმინდესის მუსიკალური ნაწარმოების "Agnus Dei" პრემიერა გაიმართება. კონცერტზე ასევე, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მუსიკალური ნაწარმოებები- "Kyrie Eleison", "Ave Maria" და "Sanctus" აჟღერდება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები ლიანა ისაკაძე, ვახტანგ კახიძე, ირინე რატიანი, თამარ ბერაია, ზვიად ბოლქვაძე; ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ოპერის გუნდი, სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი და ვაჟთა გუნდი "მძლევარი" მიიღებენ.
მუსიკოსები ასევე ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს ბელინის ოპერას "ნორმადან" ნორმას არია; ბეთჰოვენის საფორტეპინო კონცერტის ფინალს და ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტის ფინალს შეასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი სრულდება.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ–ის ხომალდი "PHILIPPINE SEA” (CG-58) შემოვიდა


 თბილისი  - 17.10.11 "ჯი-ეიჩ-ენი"
 
დღეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ოთხ დღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი "PHILIPPINE SEA" (CG-58) შემოვიდა. დახვედრის ცერემონიალი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, I რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას მონაწილეობით, ქ. ბათუმის ნავსადგურში 11:00 საათზე გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობის შეხვედრა ხომალდის მეთაურობასთან, ამერიკული გემის ეკიპაჟი და სანაპირო დაცვის ოფიცრები, წრთვნების დაგეგმვის მიზნით, საერთო შეხვედრას გამართავენ.
18 ოქტომბერსს, აშშ-ს ხომალდი "PHILIPPINE SEA" და სანაპირო დაცვის კატარღები P-101 და P-102 ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც (საფეხბურთო მატჩი საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ-ს გემის ეკიპაჟის წევრებს შორის).
"PHILIPPINE SEA" (CG-58) საქართველოს საზღვაო სივრცეს 20 ოქტომბერს დატოვებს.

ჟურნალმა Time-მა ”წლის ადამიანი“ დაასახელა


 თბილისი - 15.12.11 "ჯი-ეიჩ-ენი"
 
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანი" დაასახელა. გამოცემამ გადაწყვიტა, რომ წლის ადამიანი უნდა გახდეს ზოგადად პროტესტანტი ადამიანი, დემონსტრატი. რადგან წელს სწორედ მან - ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანმა მსოფლიოს განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემა განსაკუთრებულ ხაზს უსვამს მუჰამედ ბუაზიზის როლს . იგი მანამდე ყველასთვის უცნობი ტუნისელი ბოსტნეულის გამყიდევლი იყო. სწორედ ტუნისი გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელიც დიქტატორისგან გათავისუფლდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შემდეგში ასეთივე უცნობმა ადამიანებმა მიაღწიეს დიქტატორის დამხობას ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში. დიქტატორების წინააღმდეგ განაგრძობენ ბრძოლას სირიაში, ბაჰრეინსა და სხვა ქვეყნებში.
ფაქტობრივად, მთელი 2011 წლის განმავლობაში „უსახელო" დემონსტრანტებს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ ესპანეთის, იტალიის, საბერნეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობები, რომლებიც სახელმწიფო ხარჯებს ამცირებდნენ.
დემონსტრანტებმა წინასაარჩევნო წელს დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკის პოლიტიკაზეც, როდესაც „დაიკავე უოლ-სტრიტის" მოძრაობა ჩამოაყალიბეს. ყველა ეს ადამიანი მოითხოვდა ხარჯების სამართლიან განაწილებას და არსებული სისტემის რეფორმებს.
გამოცემამ „წლის ადამიანად" მოიხსენია რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დეკემბერში არ შეუშინდნენ 21-ე საუკუნეში უდიდესი პროტესტი გამოეთქვათ ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.
მანამდე, როგორც ცნობილი იყო, წლის ადამიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით ონლაინ-ხმის მისცემის შედეგებით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა, თუმცა რედაქციამ აღნიშნა, რომ „წლის ადამიანის" საბოლოო არჩევანს თავისთვის დაიტოვებს.

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპად აფასებს

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპად აფასებს
 თბილისი  - 12.12.11 "ჯი-ეიჩ-ენი"
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. "დღეს ბრიუსელში საბოლოოდ მოეწერა ხელი საქართველოსა და ევროკავშირის შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობაზე გარკვეული ვადა დაგვჭირდება, თვეები და შეიძლება წლებიც, მაგრამ არც ისე ბევრი. ეს ინვესტორებს აძლევს საშუალებას, რომ გახსნას აქ ბევრი საწარმო, დაასაქმოს ბევრი ხალხი, როგორი პრობლემებიც არ უნდა იყოს ევროპის ბაზარზე, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპა ძალიან მიმზიდველი ალტერნატივაა. ამგვარად ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამის დაწყებით ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველომ სწორი რეფორმები გაატარა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გაზაფხულზე დაიწყება უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებებ.
"რაც მოხდა მთავარი წელს, ეს არის ფსიქოლოგიური შემოტრიალება საქართველოს მიმართ ევროპის. როცა 2004 წლის იანვარში ავაფრიალეთ ევროკავშირის დროშა, მაშინ ყველას რეაქცია იყო დამცინავი, ზოგიერთისთვის დაუჯერებელი, მიაჩნდათ, რომ ვფანტაზიორობთ. მაშინ მართლა ჩვენი იდეალის განცორციელება იყო, რომ ეს არის სისტემა. ჩვენ გვინდა საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატია ავაშენოთ. მაშინ არ ვოცნებობდით, რომ საქართველოს ვინმე ევროკავშირში მიიღებდა, მაშინ ევროპელები ამბობდნენ, რომ გეოგრაფიულად ეს არ არის ევროპა. ეს არის საერთოდ სხვა განვითარება, სხვა სივრცე, სხვა გავლენის სფერო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
 

ედუარდ კოკოითმა თანამდებობა დატოვა



 თბილისი "ჯი-ეიჩ-ენი"
 
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას 11 დეკემბერიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცოვი შეასრულებს.
კოკოითმა თანამოქალაქეებს 2012 წლის 25 მარტს არჩევნებში მონაწილეობისა და „ნათელი მომავლისადმი" ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და ოპოზიცია წინააღმდეგობის დასრულებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითსს თანამდებობას დღეს უნდა დაეტოვებინა.
განმეორებითი არჩევნები კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2012 წლის 25 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას ალა ჯიოევაც მიიღებს.
მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას კოკოითმა ხელისუფლების გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, შესაძებელი გახდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და "ნარინჯისფერ რევოლუციასთან" გამკლავება.
ალა ჯიოევამ, რომლის ინაუგურაიაც დღეისთის ამ შეთანხმების საფუძველზე არ შედგა.
ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.