საქართველო მთელი
თავისი პრობლემებით თუ წარმატებებით კვლავ ძალიან აქტუალურია
ამერიკელებისათვის - ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"
ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის
მოადგილესთან, ერიკ რუბინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა ჩიკაგოს სამიტისთვის,
ამას მე მგონი ბევრი ახსნა ქართული საზოგადოებისთვის აღარ სჭირდება", -
განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, წარმატებულ და ევროპულ
სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონეც
ამაღლდება, გადამწყვეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელ
რეგიონში პროცესების პოზიტიური მიმართულებით წარმართვისთვის.
"ერიკ რუბინთან შეხვედრისას ჩვენ სწორედ იმ დეტალებზე ვისაუბრეთ, რამაც
ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას,
საზოგადოების კონსოლიდაციას და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გეგმების
განხორციელებას", - განაცხადა თარგამაძემ.
No comments:
Post a Comment